რობერტ დე ნირომ დონალდ ტრამპს ღორი და ამერიკის სირცხვილი უწოდა (ვიდეო)

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს ღორი და ამერიკის სირცხვილი უწოდა. შესაბამისი ვიდეორგოლი ტრამპმა ინტერნეტში გამოაქვეყნა.
​ვიდეორგოლი გადაცემა The Kelly File-ში აჩვენეს, რომელიც Fox News-ის ეთერში გადის. „ის ძალიან ტუტუცია, ის ცინგლიანია, ის ძაღლია, ის ღორია, ის აფერისტია, ის სანაგვეზე გადაგდებული ნივთია. ის საზოგადოებას ეთამაშება, ის გადასახადებს არ იხდის. ის იდიოტია, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ზუსტად აღნიშნა, რომ ის ეროვნული კატასტროფაა. ის მთელი ქვეყნის სირცხვილია“, – განაცხადა დე ნირომ.
როგორც დე ნირო ამბობს, ძალიან სამწუხაროა, რომ აშშ იქამდე მივიდა, რომ ეს ბრიყვი, გაუთლელი კაცუნა ასეთ დონეზე ავიდა. „ძალიან მრცხვენია, რომ ქვეყანა აქამდე მივიდა. ის ამბობს, რომ სურს ხალხს სახეებში ურტყას. მე თვითონაც მინდა, რომ სახეში დავარტყა,“ – განაცხადა ცნობილმა მსახიობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები