ჩინეთში ოთხი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – არიან დაღუპულები

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ვენჯოუში ოთხი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი” იუწყება. 8 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ნანგრევებში მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.
ბოლო დროს ჩინეთში სახლების ჩამონგრევა საკმაოდ ხშირად ხდება. ექსპერტები ამას მშენებლობის დაბალ სტანდარტებს უკავშირებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები