ჰელმანდში, სადაც „თალიბანის“ მებრძოლები შეიჭრნენ, ქართველი სამხედროები არ იმყოფებიან

ჰელმანდის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ლაკარგაჰში, სადაც მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები შეიჭრნენ, ქართველი სამხედროები არ იმყოფებიან.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ქართველი ჯარისკაცები, ბაგრამსა და მაზარი შარიფში ასრულებენ მისიას.
ქართულმა კონტინგენტმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია 2014 წელს დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები პროვინცია ჰელმანდის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ლაკარგაჰში შეიჭრნენ.
თალიბებმა თავდასხმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე განახორციელეს, რის შედეგადაც შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის სამხედროებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები