თალიბები ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქში შეიჭრნენ

ავღანეთის რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკები” ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქში შეიჭრნენ. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თალიბები“ ქალაქ ლაკარგაჰის გარშემო მდებარე საკონტროლო – გამშვებ პუნქტებს თავს დაესხნენ. ავღანეთის შს ირწმუნება, რომ შეტევას უახლოეს მომავალში მოიგერიებს. თავის მხრივ თალიბები იუწყებიან, რომ მათ სამთავრობო ძალების დამცავი ხაზი გაარღვიეს და ქალაქის ცენტრში შევიდნენ. ლაკარგაჰში დახურულია აეროპორტი. ქუჩები ცარიელია. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თალიბები ქალაქის რამდენიმე რაიონს აკონტროლებენ, ხელისუფლებაც ადასტურებს. ცნობილია 30 დაჭრილის შესახებ. დაღუპულთა თაობაზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ჰელმანდი თალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი პროვინციაა. აქ ოპიუმის წარმოება ხდება, რომლის გაყიდვით „თალიბანი“ ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები