კლინტონის და ტრამპის დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის ტელედებატები ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კანდიდატების დებატები ვაშინგტონში, სენტ-ლუისის უნივერსიტეტში გაიმართა.
თავდაპირველად კანდიდატებმა 2005 წლის სკანდალური ვიდეოჩანაწერის განხილვა დაიწყეს, რომელზეც ტრამპი ქალებს ეხვევა, კოცნის და მათ ინტიმურ ადგილებში ეხება. ტრამპი ამბობს, რომ ამით ძალიან ამაყია.
კლინტონმა საპასუხოდ უთხრა, რომ ტრამპი პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას არ შეესაბამება.
„დემოკრატების“ კანდიდატმა მილიარდერს შეახსენა სექსიზმი, ასევე მისი უნარი  შეურაცხყოფა მიაყენოს ყველას, ვისაც სურს. ტრამპმა კლინტონს უპასუხა, რომ  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი
ბევრად უარეს რაღაცეებს აკეთებდა და ქალები მისი სექსუალური  ძალადობის მსხვერპლნი „მუდმივად ხდებოდნენ“.
„აშშ-ის პოლიტიკის ისტორიაში არავინ იყო, ვინც ქალების მიმართ ასე დამამცირებლად იქცეოდა“ – განაცხადა ტრამპმა.
ჰილარი კლინტონმა მეუღლესთან დაკავშირებით საკითხების განხილვაზე უარი განაცხადა.
კიდევ ერთი თემა დებატებზე ჰილარი კლინტონის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების საკითხი გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში.
ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამ საკითხის შესწავლას პროკურატურას სთხოვს. კლინტონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ტრამპის ტემპერამენტის გათვალისწინებით კარგია, რომ ის კანონის განხორციელებას ვერ აკონტროლებს“. „ყველა ციხეში იქნებოდა“ – მიუგო ტრამპმა.
ტრამპის და კლინტონის დებატების თემა ასევე იყო ისლამი, სირია და რუსეთის როლი ამ კონფლიქტში. ტრამპმა კლინტონი აშშ-ში ყველა ლტოლვილის მიღების სურვილში დაადანაშაულა, რომელთა შორის, შესაძლოა, ჯიჰადისტები აღმოჩნდნენ.
საპასუხოდ ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მუსლიმანები ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების ნაწილია, ხოლო ლტოლვილების მიღება შეერთებული შტატების ჰუმანიტარული ვალია.
სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ტრამპი რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ინიციატივით გამოდის, კლინტონი კი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავარი მოკავშირეები სირიაში ადგილობრივი ქურთები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები