ნუკრი ქანთარია: გახდება თუ არა ღარიბაშვილი პრეზიდენტი ამას მომავალში შევიტყობთ

„ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ, მომავალ პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შესაძლო არჩევა, არც დაადასტურა და არც უარყო. „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნუკრი ქანთარიამ ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა.
“იქნება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე, ამის შესახებ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ასევე ირაკლი ღარიბაშვილზე მინდა ვთქვა, რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი, არის ჩემი მეგობარი და გახდება თუ არა პრეზიდენტი, ამას მომავალში შევიტყობთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები