ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზ/ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზ/ხვედურეთში, გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ზ/ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1463 გრძ. მეტრი ასფალტბეტონის საფარის დაგება გზის 2 მონაკვეთზე, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა. ამ ეტაპზე ხორციელდება ხელოვნური ნაგებობებისა და საფუძვლის მოწყობა.

სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები