არგენტინაში 35 წლის ფეხბურთელს მატჩის დროს გული გაუჩერდა
არგენტინაში, 35 წლის ფეხბურთელს, ენცო პიტაუს მატჩის დროს გული გაუჩერდა. ფეხბურთელი მატჩის მიმდინარეობისას უგონოდ დაეცა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ინფორმაციით, სპორტსმენს თამაშის დროს გული გაუჩერდა.
“შოკირებული და შეშფოთებული ვართ ამ დანაკარგით. ვაფასებთ თქვენს სოლიდარობას ჩვენი კლუბისა და ენცო პიტაუს ოჯახის მიმართ”, – აღნიშნულია ფეხბურთელის კლუბის Don Orione-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.