შტორმ „მეთიუს“  შედეგად აშშ-ში 16 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში შტორმ „მეთიუს“ შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.  ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მას შემდეგ, რაც სტიქიამ ჩრდილოეთ ამერიკას მიაღწია, ჩრდილოეთ კაროლინაში ძლიერი წყალდიდობა დაფიქსირდა. შაბათ-კვირას შეერთებულ შტატებში მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების ხელისუფლების მოწოდების შემდეგ 3 მილიონამდე ადამიანი ევაკუირებული იყო.
მანამდე „მეთიუმ“ ჰაიტის კუნძულებზე კატასტროფული ნგრევა გამოიწვია. სტიქიის შედეგად იქ 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები