ამერიკულ ხომალდს იემენის სანაპიროსთან ცეცხლი გაუხსნეს

ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს USS Mason-ს იემენის სანაპიროსთან ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პენტაგონის ინფორმაციით, ხომალდის მიმართულებით სანაპიროდან ორი რაკეტა გაუშვეს. ორივე ზღვაში ჩავარდა და ხომალდამდე ვერ მიაღწია.  ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, რაკეტები ხუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს.
იემენში მეორე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები