კორეული მედია – „სამსუნგმა“Galaxy Note 7-ის გამოშვება შეაჩერა

კორეული მედიის ინფორმაციით, კომპანია „სამსუნგმა“ ახალი სმარტფონის, Galaxy Note 7-ის გამოშვება შეაჩერა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კომპანიაში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით, ახალი მოდელების გამოშვების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სააგენტოებთან ერთობლივად იყო მიღებული, რომლებიც სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ჩინეთში მომხმარებლების უსაფრთხოებით არიან დაკავებულები.
წარმოების შეჩერების შესახებ ცნობები გაჩნდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ Galaxy Note 7-ის განახლებულ მოდელს, რომელიც, მწარმოებლის განცხადებით, უსაფრთხო უნდა იყოს, აშშ-ის ერთ-ერთ თვითმფრინავში ცეცხლი გაუჩნდა.
სმარტფონის მფლობელმა განაცხადა, რომ მან რამდენიმე დღის წინ Galaxy Note 7 „უსაფრთხო“ ვერსიაში გაცვალა, რომელსაც ცეცხლი მოეკიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები