გერმანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.  პოლიციის ინფორმაციით,  წარმოშობით სირიელი ჯაბერ ალ-ბაკრი ქალაქ ჰემნიცში ტერაქტს ამზადებდა.  ამის შესახებ საქსონიის რეგიონის პოლიციამ „ტვიტერში“ დაწერა.
ალ-ბაკრის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ამის შემდეგ საქმე პროკურატურას გადაეცა.
ალ-ბაკრის რამდენიმე თანამზრახველი პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები