NDI: შემცირებულია არჩევნებისთვის საბიუჯეტო სახსრების არასათანადო გამოყენების შემთხვევები

NDI-ს დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშ ონიშკევიჩი წინასაარჩევნო პერიოდის ხარვეზად მიიჩნევს იმას, რომ პარტიების წინასაარჩევნო რიტორიკა უფრო  ოპონენტების დისკრედიტაციაზე იყო მიმართული, ვიდრე პროგრამულ საკითხებზე.
იანოშ ონიშკევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე, ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდის დადებით მხარეზეც, კერძოდ, რამდენიმე პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებაზე. მისი თქმით, შემცირებულია არჩევნებისთვის საბიუჯეტო სახსრების არასათანადო გამოყენების შემთხვევები, რაც სავარაუდოდ, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის გამოწვეული.
„გამოვყოფდი იმ პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა წინასაარჩვენო პერიოდში, მაგალითად, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სასჯელის გამკაცრება არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. ასევე, პოლიტიკური პარტიების დაპირება, რომ საარჩევნო პერიოდში ძალადობას არ დაუშვებენ, თუმცა ზოგიერთი პარტიის კონკრეტული წარმომადგენლის რიტორიკა არ იყო შესაბამისი“, – განაცხადა NDI -ს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები