“Financial Times” : ბოკერია კრიტიკულადაა განწყობილი საარჩევნო გარემოს მიმართ, მაგრამ დამარცხებას აღიარებს

გავლენიანი ამერიკული გამოცემის “Financial Times”-ის ჟურნალისტი ჯეკ ფარჩი ტვიტერის მიკრობლოგზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დამარცხება აღიარა.
„სულ ახლახან ვესაუბრე გიგა ბოკერიას, რომელიც მართალია, ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი საარჩევნო გარემოს მიმართ, მაგრამ აღიარებს დამარცხებას“,- წერს “Financial Times” -ის ჟურნალისტი.
გამოცემასთან საუბრისას გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არსებულ პირობებში, გამარჯვების შანსი არ ჰქონდა.
„ჩვენ არ განვიხილავთ [არჩევნებს], როგორც სამართლიან გარემოში ჩატარებულ კონკურენტულ არჩევნებში ხალხის მიერ გამოხატულ თავისუფალ ნებას. გარემო სამართლიანი არ იყო. ცხადია, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, რადგანაც არსებულ პირობებში არ გვქონდა გამარჯვების შანსი“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
14520521_10154044917419779_6700057217124490501_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები