უახლესი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 48,61 %-ით ლიდერობს

უახლესი მონაცემების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,61% მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27,04 %, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი 4,99 %. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, მათ 4.59 % დააგროვეს. 3,12 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, ხოლო 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 3667 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41 %-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები