თამარ ჩუგოშვილი: ამომრჩეველთა სიებმა საერთაშორისო დამკვირვებელთა ნდობა დაიმსახურა

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მათ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი შრომისა და შესრულებული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიებმა და საარჩევნო ადმინისტრაციამ დამკვირვებელთა ნდობა დაიმსახურა.
“მათ დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, რადგან ქვეყანას ეხმარებიან, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები, კიდევ უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული იყოს”,- აცხადებს იგი.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიულოცა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და განაცხადეს, რომ ვითარება უმეტესად იყოს მშვიდი, კარგად ორგანიზებული და რომ არჩევნების შედეგი ქართველი ამომრჩევლის ნებას ასახავს.
“გუშინდელი არჩევნები შეფასდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად. ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროკავშირის ერთობლივი შეფასებით, რამდენიმე აქცენტს გამოვყოფ. არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული, დაცული იყო ნების გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, საარჩევნო კამპანიამ უმეტესად მშვიდ გარემოში ჩაიარა და საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა სიები იმსახურებდა ნდობას,”- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში საარჩევნო პროცესი კონკურენტულად, ხოლო მედიაგარემო პლურალისტურად შეაფასეს, აღნიშნეს, რომ პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები ამომრჩევლებისთვის მიეწოდებინათ. თუმცა იქვე დასძინეს, რომ პოზიტიური მედიაგარემოს მიუხედავად, ზოგიერთი მედიასაშუალება საარჩევნო პროცესებს დაუბალანსებლად აშუქებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები