ირანის იერიშის შედეგად, ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა
ირანის იერიშის შედეგად, ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ისრაელის საგანგებო სამსახური იტყობინება.
დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA ) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.