“გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ; თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, შტატების ძალის გამოყენებით ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ ისტორიას შეცვლის” – ნეთანიაჰუ

“გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ. თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, შტატების ძალის გამოყენებით ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ ისტორიას შეცვლის”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რითაც აშშ-ის მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას ეხმაურება.

“მე და ტრამპი ხშირად ვახსენებთ ხოლმე ძალისმიერ მშვიდობას. პირველ ადგილზე ძალა დგას, შემდეგ კი მშვიდობა.

დღეს საღამოს დონალდ ტრამპმა და ამერიკამ დიდი ძალის პოზიციიდან იმოქმედეს. ოპერაცია “აღმავალი ლომის” დროს ისრაელმა მართლაც საოცარი რამ გააკეთა. ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ამერიკა ნამდვილად შეუდარებელი იყო. მან გააკეთა ის, რაც დედამიწაზე არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია. ისტორიაში ჩაიწერება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იმოქმედა, რათა მსოფლიოს ყველაზე საშიში რეჟიმისთვის ყველაზე საშიში იარაღი არ მიეცა”, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, აშშ-მა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები