წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იგებს

​ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი 52,69%-ით ლიდერობს.
57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 68 უბნიდან დათვლილია 66 უბნის მონაცემები.
“ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბს, რომ გააკეთეს მაქსიმუმი. 200-მდე შეხვედრა ჩავატარეთ ჯამში მოსახლეობასთან. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით. წყალტუბომ ღირსეული არჩევანი გააკეთა. ჩვენ აუცილებლად გავუმართლებთ წყალტუბოს იმედებს და შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელიც მივეცით ჩვენს თანამოქალაქეებს”, – აცხადებს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები