არსებული მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,26 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 26,46 %, “პატრიოტთა ალიანსმა“ – 5 % მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,26 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,46 % მიიღო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ ეტაპზე 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.
ცესკოს მონაცემებით, 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს “პატრიოტთა ალიანსს“, რაც იმას ნიშნავს, რომ “პატრიოტთა ალიანსი“ ბარიერს ლახავს.
ხმების 4,58 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,12 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“.