თამარ ჩუგოშვილი: “ქართული ოცნება” მზად არის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის

პარტია “ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნება” მზად არის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, რომლის დანიშვნაც რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში გარდაუვალია.
როგორც ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის სიმრავლე განპირობებულია იმ ძალიან მაღალი საპროცენტო ბარიერით, რომელიც პარტია “ქართულმა ოცნებამ” წინა პარლამენტის პირობებში შემოიღო, რათა  მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მაღალი ლეგიტიმაცია მისცემოდათ.
“წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 მაჟორიტარული ოლქი “ქართულმა ოცნებამ” პირველივე ტურში მოიგო, შესაძლოა მეტშიც, მაგრამ ამის ზუსტად თქმა შეგვეძლება ცესკოს საბოლოო შედეგების შემდეგ. ჩვენს კანდიდატებს 2-3 – ჯერ მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე სიაში შემავალ სხვა კანდიდატებს, ვისთანაც მათ მოუწევთ კონკურენცია მეორე ტურში. მეორე ტურის სიმრავლე უპირველესად განპირობებულია იმ ძალიან მაღალი საპროცენტო ბარიერით, რომელიც პარტია “ქართულმა ოცნებამ” წინა პარლამენტის პირობებში შემოიღო, რაც მიზნად ისახავს მაღალი ლეგიტიმაციის მიცემას მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის და არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ და მივესალმებით მეორე ტურში მონაწილეობას,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
“4-5 საარჩევნო უბანზე მოხდა ინციდენტები, 2 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილებულია,”- აცხადებს იგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები