სუამის სადამკვირვებლო მისია : არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი

​სუამის სადამკვირვებლო ჯგუფის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ვალდებულებებისა და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტების, ეროვნული კანონმდებლობისა და ცესკოს მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარდა.
”სუამის დამკვირვებელთა ჯგუფს რაიმე არსებითი შენიშვნა არ გააჩნია. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო პირობები თავისუფალი არჩევნებისთვის, ასევე შეინიშნებოდა ამომრჩევლის აქტივობა. არჩევნები ჩატარდა კონკურენციის პირობებში და შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადეს სუამის სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლებმა.
სუამის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით 8 ოქტომბრის არჩევნებს აზერბაიჯანის პარლამენტიდან დეპუტატი ალი მასიმლი, უკრაინის უმაღლესი რადადან ივან კრულკო, იაროსლავ მარკევიჩი და ალექსანდრ ჩერნენკო დააკვირდნენ. სადამკვირვებლო ჯგუფში შედიოდა სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი. ისინი საარჩევნო პროცესს თბილისის, მცხეთისა და წეროვნის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები