„საია“ მარნეულისა და ჯიხაშკარის უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

იმ დარღვევების ფონზე, რასაც მარნეულში ადგილი ჰქონდა დღის განმავლობაში, ამ უბნის შედეგები ბათილად უნდა იქნეს გამოცხადებული, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილი საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად არ აფასებს, თუმცა მისი თქმით, ხარვეზების მიუხედავად, ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთებაში ხელი არ შეშლია.„საიას“ თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას.
“ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. 2013-14 წლებთან შედარებით, ხარისხი იყო გაუარესებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადმინისტრაცია ადეკვატურად რეაგირებდა ჩვენ მიერ აღმოჩენილ ხარვეზებზე. იყო აქტივისტების მხრიდან დარღვევის ხშირი ფაქტები, თუმცა ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება მშვიდ გარემოში გაეკეთებინათ არჩევანი.
მოვითხოვთ მარნეულის უბნის ბათილად ცნობას, რადგან იმ დარღვევების ფონზე და კიდევ, რაც დღის ბოლოს მოხდა, უბნის შედეგები უნდა გაბათილდეს. ასევე, ჯიხაშკარის უბანი უნდა გამოცხადდეს ბათილად“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამ ეტაპზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მონიტორინგს აგრძელებს, რაც შემაჯამებელი ოქმების შესწავლას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები