მანანა კობახიძე: მეორე ტური ნამდვილად ვერ გააუფერულებს ჩვენს ერთობლივ მონაპოვარს

“მეორე ტური ნამდვილად ვერ გააუფერულებს ჩვენს ერთობლივ მონაპოვარს“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვა, მაჟორიტარულ ოლქებში კი ყველგან უპირატესობა აქვს.
„პროპორციულ არჩევნებში უპირობოდ გავიმარჯვეთ, მაჟორიტარულ ოლქებში ყველგან უპირატესობა აქვს ჩვენს გუნდს და მეორე ტური ნამდვილად ვერ გააუფერულებს ჩვენს ერთობლივ მონაპოვარს! ესეც ჩვენივე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგია, რადგან სწორედ ასე იქცევა ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელსაც კონკურენციის არ ეშინია, რომელსაც საკუთარი ამომრჩევლის სჯერა,  რომელსაც წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლა შეუძლია. ეს მეტი დემოკრატიისა და მეტი თავისუფლების მაჩვენებელია და არა სისუსტის! ამიტომ ჩვენ წარმატებით ჩავაბარებთ ამ გამოცდასაც, ძალიან მალე, ისევ თქვენთან ერთად, ისევ თქვენი მხარდაჭერით ”ქართული ოცნება” შეძლებს, მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება და გააგრძელოს უკეთესი მომავლის შენება!“ – წერს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები