პრეზიდენტი: პროვოკაციულ შემთხვევებს, რომელიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება სწრაფი რეაგირება

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიულეტენების დათვლის პროცესში რამდენიმე სამართალდარღვევა გამოჩნდა, რომელსაც მისივე თქმით, სწრაფი რეაგირება სჭირდება. პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ არაერთ უბანზე მეორე ტური გაიმართება.
„სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა . მათ შორის აგრესიული ქმედებები. ეს არის არა მარტო სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომელიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, სწრაფი რეაგირება.
განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8 ოქტომბრის ექსცესებზე დროული რეაგირებით. ჩვენი მიზანია, რომ ის შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტის არჩევნები. ის შეფასდება ასევე იმით, თუ რანაირად მივალთ ჩვენ არჩევნების მეორე ტურამდე და რანაირად ჩავატარებთ მეორე ტურებს. წინასწარი მონაცემებით, მოლოდინი ის არის, რომ არაერთ უბანზე მეორე ტური იქნება“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები