გიორგი მარგველაშვილი: არჩევნების დღემ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად ჩაიარა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, არჩევნების დღემ ქვეყანაში მშვიდობიანად ჩაიარა. პრეზიდენტმა საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ. მონაწილეობის ის პროცენტი, რაც დაჯდა, ძალიან მნიშვნელოვანია. თითონ საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, იყო მშვიდი და კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარდა, რომელიც საერთო ფონს არ ართულებდა და არ ცვლიდა. ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნებმა ჩაიარა მშვიდობიანად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები