უცხოური მედია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ“ ხმათა დაახლოებით 50% მიიღო და არჩევნებში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადის 25%-ით, მოხვდება თუ არა პარლამენტში კიდევ რომელიმე პარტია, ჯერჯერობით უცნობია.
„ბი-ბი-სი“ წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების ამ შედეგებს არ ეთანხმება და მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გამართეს. ასევე, მედია იმ რამდენიმე ინციდენტზე წერს, რომლებიც არჩევნების დღეს უბნებზე მოხდა.
„რადიო თავისუფლება“. „ალ ჯაზირა“ და კიდევ რამდენიმე გამოცემა საქართველოს მომავალ საგარეო პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. გამოცემები ვარაუდობენ, რომ საქართველო დღევანდელ პროდასავლურ კურსს შეინარჩუნებს, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის პარალელურად. ამასთანავე, უცხოელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ „რუსეთისკენ საქართველოს მობრუნება“ მოსალოდნელი არ არის. „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ევროკავშირის ელჩების მეირ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილება უდავოდ ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს და ეს ევროპაში საქართველოს ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.
არჩევნებს რუსული მედიაც ეხმაურება. როგორც გამოცემა „რბკ“ წერს, “პირველადი მონაცემები მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები