ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 92 უბნიდან არჩევნები მხოლოდ ორ უბანზე ჩაიშალა

“ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 92 უბნიდან მხოლოდ 2 უბანი ჩაიშალა”, – აღნიშნული განცხადება ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე ჩაიშალა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან ასევე განაცხადა, რომ 20 საარჩევნო უბნის მონაცემებიდან გამომდინარე, 13-ში “ქართული ოცნება” ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები