საჩხერის 53-ე ოლქში 89 %-ით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი – პაატა კვიჟინაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, საჩხერის 53-ე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე ლიდერობს. მან ხმათა 89.06% -ის მოპოვება შეძლო.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის კანდიდატმა, ზურაბ ცერცვაძემ 5.4% მოპოვება შეძლო. „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი სამხარაძემ კი 1.75% -ის. აღსანიშნავია, რომ საჩხერის 53-ე ოლქში, ამ დრომდე 55 უბნიდან 53 უბნის მონაცემებია დათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები