“ჩვენ ვიცით “ნაცმოძრაობის” მიზნები, მაგრამ მათ ამის განხორციელების არანაირი რესურსი არ აქვთ”

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე, თუ რა რეაგირება ექნება „ქართულ ოცნებას“ იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს გამართავენ, განაცხადა, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ამომრჩევლის ნებას პატივი უნდა სცენ. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას“, კობახიძის თქმით, მიზნების განსახორციელებლად მათ არანაირი რესურსი არ აქვთ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო სუბიექტს, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას – ამომრჩევლის ნებას, რომელიც გამოხატული იქნა საპარლამენტო არჩევნებში და ნება, რომელიც დაფიქსირდება ოფიციალურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებს, ამის შესახებ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ მათ ასეთი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ამ მიზნების განხორციელების არანაირი რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები