ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ველოდებით – ირაკლი კობახიძე
პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტებით აუცილებლად დაინტერესდებიან სამართალდამცავი ორგანოები და ყველა დანაშაულებრივი ფაქტი იქნება გამოძიებული.
“ვთხოვეთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოეძიებინათ ეს ფაქტი და ველოდებით მათი გამოძიების შედეგებს, რომ აუცილებლად მოხდეს შესაბამისი რეაგირება იმ სამართალდარღვევებზე, რომელიც დაფიქსირდა ჯიხასკარში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჯიხაშკარის 79-ე უბანში საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს და ბიულეტინები გადაყარეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ დანაშაული “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, რადგან მიხვდნენ, რომ ჯიხაშკარში არჩევნები წააგეს.