ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,75 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,72 % მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,75 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,72 % მიიღო.
ცესკოს 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 442 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 66,1 %-ს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, 4,9%-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,18% მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,06 % – „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,49 % კი „რესპუბლიკელებმა“.