ცესკოს წინასწარ შედეგებით, ზაზა პაპუაშვილი დიდუბეში 47.41 %-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, დიდუბის N15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ზაზა პაპუაშვილმა ხმათა 47,41% დააგროვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დავით ნაფეტვარიძემ – 19,45%. ხმათა 11,22% დააგროვა „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, ვახტანგ ხმალაძემ – 4,48% დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მე-15 მაჟორიტარულ ოლქში არსებული 34 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 16 უბანია დათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები