„სამართლიანი არჩევნები“: საარჩევნო უბნების 97.9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის შედეგებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 52.9% შეადგინა.
მათი ცნობით, ცდომილების ზღვარი არის +/- 0.9%, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობა 60.9% იყო.
„საარჩევნო უბნების 97.9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც ახლოს არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან (96.6%).
ხმის დათვლის პროცესში საარჩევნო უბნების 99.9% არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად განსხვავებული არ არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა (98.8%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისგან. (99.7%).
საარჩევნო უბნების 99.7%-ზე საარჩევნო მასალები საოლქო საარჩევნო კომისიებში გადასაგზავნად დაილუქა, კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რაც ასევე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან (99.5%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ( 99.0%).
საარჩევნო უბნების 2.9%-ზე არ იმყოფებოდნენ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. საარჩევნო უბნების 89.1%-ზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები. აღნიშნული უბნების 88.7%-ზე საარჩევნო სუბიექტების მიერ საჩივარი არ დაწერილა. საარჩევნო უბნების 87.6%-ზე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. აღნიშნული უბნების 87.9%-ზე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ საჩივარი არ დაწერილა. „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნების 61,3%-ზე, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები – საარჩევნო უბნების 56.6%-ზე და სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები – საარჩევნო უბნების 86.2%-ზე“, -აღნიშნულია “სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია PVTუბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები