ირაკლი კობახიძე: იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი გადალახავდა ბარიერს

“სამწუხარო იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგმა გადაფაროს სხვა საარჩევნო სუბიექტების შედეგები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იგი ვარაუდობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც გადალახავდნენ ბარიერს.
„ეს იყო ჩვენი პროგრამა მინიმუმი და ეს მიზანი ჩვენ მიერ მიღწეულია. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი გადალახავდა ბარიერს, თუმცა ახლა ცოტა სხვანაირი სურათი იკვეთება. სამწუხარო იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგმა გადაფაროს სხვა საარჩევნო სუბიექტების შედეგები. ეს არის ის სურათი, რასაც ჩვენ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები