ირაკლი კობახიძე: მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სათანადოდ უნდა აგონ პასუხი

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სათანადოდ უნდა აგონ პასუხი, რადგან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და “ქართული ოცნების” ატვისტების გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მარნეულის პოლიციის თანამშრომლებს და პოლიციის უფროსს.
როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დანაცხადა, მარკირების თემა იყო თითიდან გამოწოვილი საბაბი იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” 100 აქტივისტი შეჭრილიყო უბანზე და არჩევნები ჩაეშალათ.
“მარკირება არის თითიდან გამოწოვილი საბაბი. მათ გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი იკადრებს, გიორგი ტუღუშმა ისიც კი იკადრა ეთქვა, რომ იქ მისულები იყვნენ არა “ნაცმოძრაობის”, არამედ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. მათი მხრიდან ძალიან ბევრი მძიმე ტყუილი მოვისმინეთ. არჩევნები მარნეულში წარიმართებოდა მშვიდ და კოტრექტულ ვითარებაში, ვიგებდით არჩევნებს დამაჯერებლად და “ნაცმოძრაობამ” ამიტომ სცადა არჩევნების ჩაშლა. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება და “ნაცმოძრაობის” წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს არა მხოლოდ ჩვენ აქტივისტებს, არამედ პოლიციელებსაც. მძიმედ დაშავდნენ მარნეულის პოლიციის უფროსი და თანამშრომლები, ეს არის მძიმე დანაშუალი, რომელსაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს,” – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები