„სამართლიანი არჩევნები“: „ქართული ოცნების“ ხმების რაოდენობა 48.2%-სა და 50.0%-ს შორის, „ნაცმოძრაობის“ – 25.9%-სა და 27.7%-ს შორის მერყეობს

„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის.
შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, გადალახეს თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა 5%-იანი ბარიერი.
„არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია PVT უბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან“,- აცხადებენ “სამართლიან არჩევნებში“.

14610850_525893954283459_1413401550_n

14625375_525893947616793_568205089_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები