ბათუმის ოლქებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ბათუმის სამივე ოლქში, როგორც პარლამენტის არჩევნებში, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
ბათუმის სამ ოლქში არსებული 119 უბნიდან დამუშავებულია 42 უბნის მონაცემები და პროპორციული სისტემით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პარლამენტის არჩევნებისთვის: „ქართული ოცნება“ 41.95%; „ნაციონალური მოძრაობა“ 29.82%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 6.13%; „პატრიოტთა ალიანსი“ 6.10%.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის: „ქართული ოცნება“ 43.20%; „ნაციონალური მოძრაობა“ 27.66%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 5.81%; „პატრიოტთა ალიანსი“ 6.23%.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ბათუმის N 79 ოლქის იურისტის, სულიკო შვენთიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და არსებული მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, მეორე ტური ყველა ოლქში დაინიშნოს.
„ბათუმის სამივე ოლქში როგორც პარლამენტის, ასევე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 50% ჯერჯ-ერობით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ყველა უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები უსწრებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა სულიკო შვენთიძემ.
ბათუმის N79 ოლქი აგრძელებს მუშაობას. დამუშავების პროცესშია 77 უბნის მონაცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები