კრწანისის მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, მე-4 უბნის დათვლის შემდეგ, ”ქართული ოცნების” კანდიდატი ბექა ოდიშარია ლიდერობს

​ცესკოს პირველადი, წინასწარი შედეგების თანახმად, კრწანისის მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, მე-4 უბნის დათვლის შემდეგ, ”ქართული ოცნების” კანდიდატი ბექა ოდიშარია 44.62%-ით ლიდერობს, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ კი ხმათა 33.5% მიიღო. მესამე ადგილზე 6.01%-ით ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” მჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია.
ამ დროისთვის კრწანისის მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, 36 უბნიდან 4-ია დათვლილი. თუკი საბოლოო შედეგები ასეთივე დარჩება, აღნიშნულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება, რადგან ვერც ერთი კანდიდატი მაჟორიტარულ არჩევნებზე დაწესებულ 50%-იან ბარიერს ვერ ლახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები