მარტვილი – აბაშის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში ოთარ დანელია ლიდერობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია მარტვილი – აბაშის გაერთიანებულ 62-ე მაჟორიტარულ ოლქში 54.84%-ით ლიდერობს. ცესკოს ინფორმაციით, ​მარტვილი – აბაშის მაჟორიტარულ ოლქში 59 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 10 უბნის შედეგები, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შემდეგი პროცენტული მაჩვენებლები ამგვარად ნაწილდება: „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ გოროზია – ხმების 31,2%, „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კონსტანტინე გამსახურდია – 5.04%, „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირინე თოფურია – 3.11%.

​საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები