გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში ლევან კობიაშვილი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი ლიდერობს.
ამ დროისთვის 34 უბნიდან დათვლილია 24 უბნის მონაცემები. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა 49.74%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, სერგო რატიანმა 29.65% მიიღო.
დანარჩენი პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატების ხმები კი ასე გადანაწილდა: „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ ამომრჩეველთა ხმების 6.92%, „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ამირან გიგუაშვილმა 6.37%, „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით კაიშაურმა 4.65% მიიღეს.
გლდანის 22-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამ დროისთვის 36 უბნიდან დათვლილია 32 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ ამომრჩეველთა ხმების 44.92%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ 25.65%, „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კუკავამ 9.3 % მიიღეს.
რაც შეეხება გლდანის მე-20 მაჟორიტარულ ოლქს, სადაც ამ დროისთვის 36 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კობა კობალაძემ 40.13%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე ჩაფიჩაძემ 24.41%, „თოფაძე – მრეწველების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯემალ გახოკიძემ 8.82% მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები