ირაკლი კობახიძე: ჩვენმა 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები მაჟორიტარულ არჩევნებში

“ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა წინასწარმა შედეგებმა დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების“ 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში.
„ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა წინასწარმა შედეგებმა დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე. წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში. ამასთან, პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ საზოგადოების ნებას.
„დღეს გამოქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც დაადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც სათანადოდ შეაფასებს იმ მშვიდობიან და სამართლიან გარემოს, რომელშიც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამომრჩეველს ნდობისა და თანადგომისთვის, რის საფუძველზეც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები