ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკი ლიდერობს

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს მიერ წინასწარ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩუღურეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი ლიდერობს. მან ხმათა 57.97% მოაგროვა. ​როგორც ცესკოში აცხადებენ, ჩუღურეთის რაიონის N14 საარჩევნო ოლქში გახსნილი 32 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 9 უბნის შედეგები, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 24.41% მიიღო და მეორე ადგილს იკავებს. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი 23 უბნის შედეგების დათვლისას საერთო სურათი არ შეიცვლება, თბილისის ჩუღურეთის რაიონში, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო აღარ იქნება, რადგან გიორგი ვოლსკის 50%-იანი ბარიერი გადალახული ექნება.

​საპარლამენტო არჩევნები საქართველოსი 8 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები