კახეთის ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა, მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო
ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, კახეთის ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა, მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სიღნაღი-დედოფლისწყარო: „ქართული ოცნება“ – ირაკლი შიოლაშვილი – 52.88%,
„ნაციონალური მოძრაობა„ – ლევან ბეჟაშვილი – 29.4%;
გურჯაანი: “ქართული ოცნება“ – დავით სონღულაშვილი – 44.09%, “ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი ღვინიაშვილი 32.22%;
საგარეჯო: “ქართული ოცნება“ – რომან მუჩიაშვილი – 46.46%, “ნაციონალური მოძრაობა“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი – 25.17%.