ცესკო საბურთალოს მეოთხე საარჩევნო ოლქის მონაცემებს აქვეყნებს

​​ცესკოს მიერ დათვლილი პირველადი, წინასწარი შედეგების თანახმად, საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 31 უბნიდან 11-ის მონაცემებია დათვლილი.
”ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა მდინარაძე 51.54%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ჯარჯი დოლიძეა 20.94%-ით. თუკი არჩევნები აღნიშნულ ოლქში ამ შედეგით დასრულდება, ამ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური მე-4 ოლქში არ გაიმართება, ვინაიდან მამუკა მდინარაძე მაჟორიტარულ არჩევნებზე დაწესებულ 50 %-იან ბარიერს ლახავს.
​​საბურთალოს მე-5 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო გოგუაძე 50.7%-ით ლიდერობს. აღნიშნულ ოლქში 33 უბნიდან ამ დროისთვის მხოლოდ 5-ია დათვლილი. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მეორე ადგილს ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი – გიორგი როინიშვილი იკავებს 20.83%-ით. მიღებული ხმების რაოდენობით, მესამე ადგილზეა ”ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი დავით ონოფრიშვილი 9.08%-ით. ამომრჩეველთა ხმების 5.68%-ის მოგროვება შეძლეს ასევე ”რესპუბლიკელმა” დავით ზურაბიშვილმა და ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა ზაზა მამალაძემ.
​რაც შეეხება საბურთალოს მე-6 მაჟორიტარული ოლქის შედეგებს, 32 უბნიდან ცესკომ მხოლოდ 5 უბანი დათვალა და პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 45.89%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი სევდია უგრეხელიძე იკავებს 19.41%-ით, მესამე ადგილზე – 8.7%-ით, ”რესპუბლიკელების” ლიდერი დავით უსუფაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები