ქუთაისში კობა ნარჩემაშვილი და გიგი წერეთელი მცირე სხვაობით ლიდერობენ

ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებისა” და “ერთიანია ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მცირე პროცენტული განსხვავებით ლიდერობენ. აღნიშნულ ოლქში გახსნილი 43 უბნიდან 9 უბნის შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, კობა ნარჩემაშვილმა ხმათა 38,42% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიგი წერეთელმა – 37,8%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის 48-ე მაჟორიტარულ ოლქის 41 უბნიდან დათვლილია 12 უბანი. წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა, დიმიტრი მხეიძემ ხმათა 43,6% დააგროვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, აკაკი ბობოხიძემ – 28,59%.
​ქუთაისის 47-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 44 უბნიდან დათვლილია 12 უბანი და წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი 41,81%-ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი თევდორაძემ კი ხმათა 31,84% დააგროვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები