მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი 58,57%-ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, აკმამედ იმამკულიევს კი ამომრჩეველთა 32,66%-მა მისცა ხმა.
ცესკოს ცნობით, 36-ე მაჟორიტარულ ოლქში არსებული 46 საარჩევნო უბნიდან, ამ დროისთვის მხოლოდ 4 უბნის მონაცემები არის დათვლილი.
ცნობისთვის, 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში გუშინ დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები