დავით სერგეენკო: საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემდგარი ქვეყანაა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არჩევნების წინასწარი შედეგები საბოლოო შედეგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან, გამოცხადებული ეგზიტოლების შეფასებისას განუცხადა, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანაა.
„საბოლოო შედეგებს, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დიდად განსხვავებული არ იქნება წინასწარისგან. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის განვითარებული, დემოკრატიული და შემდგარი ქვეყანა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები