„სულ რამდენიმე საათში საარჩევნო კომისია დამტკიცებულად დაგვიდასტურებს ამ ძალიან დიდ გამარჯვებას“

სულ რამდენიმე საათში საარჩევნო კომისია დამტკიცებულად დაგვიდასტურებს ამ ძალიან დიდ გამარჯვებას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ჩვენს გამარჯვებაში. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე საათში საარჩევნო კომისია დამტკიცებულად დაგვიდასტურებს ამ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელიც არის საქართველოს გამარჯვება, ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს არ არის მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, რომლისთვისაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ნათელი და სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვვითარდეთ, საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა და რა შედეგები უნდა დავდოთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელსაც ამომრჩეველთა 53.8%-იანი მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები