ირაკლი ოქრუაშვილი: თუ დღეს არა, მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებ

გორში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს გამარჯვების იმედი აქვს.
იგი აცხადებს, რომ უბნის დახურვის შემდეგ გამარჯვებას საზეიმოდ აღნიშნავს. ოქრუაშვილი არც მეორე ტურს გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგი მისთვის პოზიტიური იქნება.
„ცხრის ნახევარზე გამარჯვებას ვიზეიმებ. თუ დღეს არა, ორი კვირის შემდეგ, მეორე ტურში, აუცილებლად გავიმარჯვებ, მაგრამ მეორე ტური მოსალოდნელია მხოლოდ თეორიულ დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მე გავიმარჯვებ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები